შეხვედრა ქ.ოსტამმარის საზედამხედველო ჯგუფთან » ფოთის ახალგაზრდული საბჭო

შეხვედრა ქ.ოსტამმარის საზედამხედველო ჯგუფთან

     2019 წლის 2 მაისს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს, ქალაქ ოსტამარის მერი იაკობ სპანგებერი საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან ერთად ეწვია. საკოორდინაციო ჯგუფის წევრები შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "სოციალური ინკლუზია - მუნიციპალური სერვისების განვითარება ხანდაზმულების, შშმ ბავშვებისა და მოზარდების" მიმდინარეობას გაეცნენ. ამ ვიზიტის ფარგლებში 4 მაისს შეხვედრა შედგა "ახალგაზრდული საბჭოს" წევრებთან. ჯგუფის წევრებმა გააკეთეს პრეზენტაცია მათ მიერ განხორცილებული საქმიანობისა, ისაუბრეს ახალგაზრდულ პრობლემებზე , ასევე იმ გეგმებზე რაც სამომავლოდ არის დასახული ორგანიზაციის მიერ.
მადლობა შვედეთის ქალაქ ოსტამარის საზედამხედველო ჯგუფს მხარდაჭერისთვის და იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მოგვცეს 
  

კომენტარები