ფოთის საკათედრო ტაძარი » ფოთის ახალგაზრდული საბჭო

ფოთის საკათედრო ტაძარი

  ფოთის საკათედრო ტაძარს საქართველოში ანალოგი არ გააჩნია არქიტექტურული სტილის მიხედვით, რომელიც ბიზანტიური სტილისაა. 1895 წლის 17 ივნისს რუსეთის იმპერატორმა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ნება დართო, შექმნილიყო ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა ნიკო ნიკოლაძეს, რომელსაც განუზრახავს ქართული არქიტექტურული სტილის ტაძრის აგება, სათანადო პროექტიც შექმნილა, მაგრამ როგორც ირკვევა იგი რუსულმა მმართველობამ დაიწუნა, შემდგომ კი არქიტექტორების ზელენკოსა და მარფელდის მიერ შემუშავებულ იქნა ახალი პროექტი კონსტანტინეპოლში არსებული წმ. სოფიას ტაძრის მიხედვით. იგი წარმოადგენდა თითქმის მის ზუსტ ასლს, შემცირებული მასშტაბით. ტაძარი 2000 მლოცველზე იყო გათვალისწინებული.

კომენტარები