ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი » ფოთის ახალგაზრდული საბჭო

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი

მუზეუმი განთავსებულია 1907 წელს აგებულ შენობაში. მუზეუმის ფონდი ძირითადად შედგება ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვეული მასალისგან, რომელთა ქრონოლოგია მოიცავს ძვ. წ. III ათასწლეულიდან ჩვ. წ. აღ-ის VII-VIII სს. პერიოდს. მათ შორისაა: ფერადი ლითონების ნაკეთობათა კოლექცია (ანტიკური პერიოდიდან შუა საუკუნეებამდე), ნუმიზმატიკა (ალექსანდრე მაკედონელის, იუსტინიანეს, ელისაბედ დედოფლის ოქროს მონეტები, კოლხური თეთრი), ამავე პერიოდის ვერცხლის აზარფეშა ფრინველების გამოსახულებით, ეთნოგრაფიული მასალა (XIX-XX საუკუნეების მიჯნა), ფოთის ისტორიასთან დაკავშირებული დოკუმენტური და ფოტომასალა. 

კომენტარები